გახდი მოაზროვნე
დარეგისტრირდი და მოიგე სამოგზაურო პაკეტი სხვა საჩუქრებთან ერთად!
ჩვენთან გამარჯვებულია მოსწავლეც, მშობელიც და მასწავლებელიც!
აირჩიე სასურველი საგანი და გაეცანი რესურსებს
მიიღე წვდომა სასწავლო მასალებზე, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ტესტებზე
მათემატიკა
მოემზადე მათემატიკის ოლიმპიადისთვის და განივითარე ლოგიკური აზროვნება
ქართული
გაეცანი ქართული ენის მასალებს და გაიუმჯობესე უნარები
ინგლისური
გაეცანი ინგლისურის ტესტებსა და სასწავლო რესურსებს
ისტორია
ისწავლე ისტორია და გაიგე მეტი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს შესახებ
ჩვენი წარმატების ისტორია
წლების განმავლობაში „მოაზროვნე“ ლიდერობს საგანმანათლებლო სფეროში — ხელს უწყობს ნიჭიერი მოსწავლეების განვითარებასა და მათ მსოფლიო სცენაზე გამოჩენას.
ვქმნით მოაზროვნეებს. ვაშენებთ მომავალს
უკვე 15 წელზე მეტია, რაც „მოაზროვნე“ ერთ-ერთი ლიდერია “ოლიმპიადურ” განათლებაში. ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და უნარების სრულყოფა მაღალი დონის სწავლებითა და ოლიმპიადებით.
ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე, აგრძელებენ სწავლას ფიზიკა-მათემატიკის წამყვან სკოლებსა და უნივერსიტეტებში და ხდებიან საკუთარი სფეროს ლიდერები. ჩვენ არ ვამზადებთ მხოლოდ კონკურსისთვის — ჩვენ ვქმნით მომავალ წარმატებას.







ბოლო ღონისძიებები და მიღწევები
ოლიმპიადა „მოაზროვნე“
ოლიმპიადა ჩატარდა სამ საგანში: მათემატიკა, ინგლისური ენა, ქართული ენა და ლიტერატურა
დეტალურად →EGMO 2024
ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა გოგონათა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა. ეს არის მათემატიკის ერთადერთი საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც საქართველოში ოდესმე ჩატარებულა.
დეტალურად →მოაზროვნეს მათემატიკის ოლიმპიადა
ოლიმპიადა ჩავატარეთ მათემატიკაში. დავაჯილდოვეთ 200-ზე მეტი მოსწავლე და 25-ზე მეტი მასწავლებელი. თითოეული საკლასო კატეგორიის საუკეთესო შედეგის მქონემ მოიპოვა რომის საგზური!
დეტალურად →უმაღლესი ხარისხის განათლება ერთ სივრცეში
მოაზროვნე ფარავს მრავალ საგანმანათლებლო მიმართულებას და ცდილობს, თითოეულში იყოს საუკეთესო — გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის სწავლებას, კონკურსებსა და რესურსებს, რომლებიც აუმჯობესებს შედეგებს.
ოლიმპიადები
„მოაზროვნეს“ოლიმპიადები გამოირჩევა საინტერესო ამოცანებითა და შეუდარებელი საჩუქრებით: საგზურებით, მედლებითა და მრავალფეროვანი ჯილდოებით.
საკვირაო სკოლა
„მოაზროვნეს“ საკვირაო სკოლა უკვე მეექვსე წელია, ფუნქციონირებს. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ფიზიკა-მათემატიკის პროფილის წამყვან სკოლებში.
აბიტურიენტების გვერდი
ეროვნული გამოცდების ამოცანათა ამოხსნები და გამოცდებისთვის სათანადოდ მოსამზადებელი სავარჯიშო ტესტები — ყველაფერი რაც სჭირდება აბიტურიენტს მაღალი შედეგის მისაღწევად.
საერთაშორისო ოლიმპიადები
„მოაზროვნეს“ ოლიმპიადების გვერდი აერთიანებს უმაღლესი დონის მათემატიკურ ამოცანებს საუკეთესო მოსწავლეებისთვის სრულიად უფასოდ!
წიგნები
კარგად შერჩეული სასწავლო მასალები, თეორიული სახელმძღვანელოები და ამოცანათა კრებულები ყველა საფეხურისთვის.
ვიდეო მასალები
ონლაინგაკვეთილები, ილუსტრაციები და საინტერესო ვიდეოები, რომლებიც რთულ თემებს მარტივად გასაგებს ხდის.
სიახლეები
ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე „მოაზროვნეს“ ოლიმპიადებში მონაწილეობამდე.
სუპერპრიზი გულისხმობს იმას, რომ თითოეული კლასის შესაბამისი კატეგორიის გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა ორკაციანი საგზური ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ. შესაბამისად, გამარჯვებულ მოსწავლეს შეუძლია რომელიმე მშობელთან, ბებოსთან, ბაბუსთან ან სხვა მეურვესთან ერთად გაემგზავროს და დაათვალიეროს ევროპის რომელიმე ცნობილი ქალაქი. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და გვეამაყება, რომ შეგვიძლია ჩვენი ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასეთი სასიამოვნო საჩუქრები გადავცეთ.
„მოაზროვნეს“ ოლიმპიადის პირველ ტურში (ონლაინტესტირება) ჩართვა უფასოა, ხოლო ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური თითოეულ საგანში არის 30 ლარი, რომელიც უნდა დაირიცხოს უშუალოდ ფინალური ტურის დაწყებამდე „მოაზროვნეს“ შესაბამის ანგარიშზე (თბს ან საქართველოს ბანკში).
ჩვენს ვებგვერდზე ნახავ მათემატიკის, ისტორიის, ქართულისა და ინგლისური ენის ტესტებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარება ოლიმპიადისთვის მომზადებაში. ეს რესურსი განახლებადია და ყოველდღიურად უფრო მდიდრდება.
ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ, ამავე საიტზე, ხოლო მეორე, ანუ ფინალური ტური, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ჩვენს გვერდზე ოლიმპიადის ჩატარებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე.
„მოაზროვნეს“ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი გამარჯვებულია და ელექტრონული ფორმით ყველას გადაეცემა შესაბამისი დიპლომი. ის, ვინც მოხვდება მისი კლასის შესაბამისი კატეგორიის 20 საუკეთესოში და მონაწილეთა 10%-ში, დასაჩუქრდება წამახალისებელი პრიზებით, ხოლო თითოეული კლასის საუკეთესო შედეგის მქონე დასაჩუქრდება სუპერპრიზით.
მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. თითოეული მოსწავლე მონაწილეობს მისი საკლასო კატეგორიის შესაბამის კონკურსში.
ასეთი მონაწილეებისთვის დაინიშნება დამატებითი ტური და მისი საშუალებით გამოვლინდება სუპერპრიზის მფლობელი.
„მოაზროვნე“ ამ მხრივაც გამორჩეულია: თითოეულ საგანში, თითოეული საკლასო კატეგორიის გამარჯვებულ მოსწავლეთა შედეგების მიხედვით, უმაღლესი ქულის მქონე მასწავლებელს გადაეცემა საგზური და მოინახულებს ევროპის რომელიმე ულამაზეს ქალაქს. გარდა ამისა, თითოეული საკლასო კატეგორიის საუკეთესო ხუთი შედეგის მქონე მასწავლებელს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები და „მოაზროვნეს“ მედალი.
თუ მასწავლებლის რომელიმე მოსწავლე მიიღებს პირველი ხარისხის დიპლომს, მაშინ მას მიენიჭება 10 ქულა, მეორე ხარისხის დიპლომზე - 8 ქულა, მესამე ხარისხის დიპლომზე - 6 ქულა, საპატიო სიგელზე - 3 ქულა, ხოლო თითოეულ მონაწილეზე, რომელმაც ვერ გაიმარჯვა - 1 ქულა. ამის შემდეგ დაჯამდება ქულები და თითოეულ საგანსა და თითოეულ საკლასო კატეგორიაში გვეყოლება თითო გამარჯვებული მასწავლებელი. ვფიქრობთ, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლის შრომა არაა სათანადოდ დაფასებული და იმედი გვაქვს, ამ წამოწყებით მათში გავაჩენთ დამატებით სტიმულს.
ამ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება ის, ვისი მოსწავლეებიდანაც უფრო მეტმა დაიმსახურა პირველი ხარისხის დიპლომი; თუ ესეც ერთნაირია, მაშინ მეორე ხარისხის დიპლომების რაოდენობა დაითვლება; თუ ესეც ერთნაირია, უკვე მესამე ხარისხის დიპლომთა რაოდენობას დავითვლით; თუ ესეც დაემთხვა, მაშინ ის იქნება გამარჯვებული, ვისი უფრო მეტი მოსწავლეც იყო ჩართული ოლიმპიადაში. და თუ ესეც ერთნაირია, მაშინ ორივეს (ან რამდენიც იქნება) გადაეცემა საგზურები.
ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს „მოაზროვნეს“ მათემატიკის საკვირაო სკოლა, რომელიც გათვლილია II-VI კლასების მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები ტარდება შპს „გოქაძის სკოლაში“, ქალაქ ქუთაისში, ირ. აბაშიძის 13ა. თუმცა საკვირაო სკოლაში ჩართვა შეიძლება დისტანციური ფორმითაც. პირობების სანახავად ეწვიერთ ჩვენს გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფას. „მოაზროვნეს“ მათემატიკის საკვირაო სკოლის მათემატიკის სასწავლო პროგრამა საუკეთესოა. შეგიძლიათ ჩაერთოთ პროექტში და ამაში თავად დარწმუნდებით.
თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქგვერდს; ხშირად შემოიხედეთ ჩვენს საიტზე moazrovne.edu.ge; იაზროვნეთ და ივარჯიშეთ ოლიმპიადებისთვის. ასევე საიტზე შექმენით თქვენი პირადი პროფილი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მიიღოთ ოლიმპიადაში მონაწილის სერტიფიკატი ან გამარჯვებულის შესაბამისი დიპლომი თუ სიგელი. ხოლო თუ თქვენ უკვე შექმნილი გაქვთ პირადი პროფილი და ვერ ახერხებთ მასში შესვლას, მოგვწერეთ ფეისბუქგვერდზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.


