„მოაზროვნეს“ საკვირაო სკოლა
მათემატიკის დამატებითი გაკვეთილები II-VI კლასელებისთვის
გაკვეთილების ფორმატი
დასწრებული ქუთაისში ან ონლაინ Google Meet-ში
2-6
კლასი
განკუთვნილია II-VI კლასის მოსწავლეებისთვის.
3x24
გაკვეთილები
3 მოდული, თითოში 24 გაკვეთილი, კვირაში ორჯერ.
რას გთავაზობთ ჩვენ...
ორმაგად ეფექტური სწავლა
მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ტარდება 2 გაკვეთილი და არა ერთი, რაც აძლევს მოსწავლეს საშუალებას არ გადაიღალოს.
წარმატებული პედაგოგები
საკვირაო სკოლის ყველა პედაგოგს აქვს საკმარისად მდიდარი პედაგოგიური და ოლიმპიური გამოცდილება.
სასარგებლო მასალები
უსასყიდლო სახელმძღვანელო, ვიდეო ჩანაწერები და რთულ ამოცანებზე ნაბეჭდი მითითებები.
საუკეთესო პედაგოგები
20 წლიანი გამოცდილება
ფასდაკლება ოლიმპიადებზე
სპეც. შეღავათები
წარმატების ისტორიები
ჩვენი მოსწავლეები და მათი მიღწევები.
კომაროვის სკოლის მისაღებ გამოცდაზე 2021 წელს დააფიქსირა საუკეთესო შედეგი 500-ზე მეტ მონაწილეს შორის.
გიორგი ბუცხრიკიძე
წარმატებით აგრძელებს სწავლას კომაროვის სკოლაში და მან უკვე ორჯერ მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე (JBMO ოლიმპიადაზე - 2024 და 2025 წელს) თავის გამოჩენა.
ნიკოლოზ ფხაკაძე
ქუთაისის ფიზ-მათ სკოლაში სწავლობს და წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე (JBMO-2025) დაიმსახურა ვერცხლს მედალი.
დავით გაჩეჩილაძე
სწავლების შესახებ
“მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები , სასწავლო მასალები და პროფესიონალი მასწავლებელი ქმნის გარემოს რომელიც მოსწავლისთვის სასიამოვნოს ხდის სწავლის პროცესს. ჩვენი სასწავლო მასალა არ არის გაყიდვაში, ის (ელექტრო ვერსია) უსასყიდლოდ გადაეცემა “მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის მოსწავლეებს. ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება , მოუსმინოს ვიდეო გაკვეთილის ჩანაწერსაც და ასევე მოსწავლეები შედარებით რთულ ამოცანებზე მიიღებენ მითითებებს (ამოხსნებს) ნაბეჭდი სახითაც! მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მოუსმინოს ვიდეო გაკვეთილის ჩანაწერსაც და ასევე, შედარებით რთულ ამოცანებზე ისინი მიიღებენ მითითებებს (ამოხსნებს) ნაბეჭდი ფორმითაც! “მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის ერთი სასწავლო წელი შედგება 3 მოდულისგან. ერთი მოდული გულისხმობს 24 გაკვეთილს და ყოველ მეთორმეტე გაკვეთილზე მოსწავლეებს უტარდებათ შემაჯამებელი წერა. “მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის შემაჯამებელი ტესტები უწევს კონკურენციას სხვა ნებისმიერი მსგავსი პროექტის შემაჯამებელ ტესტებს და არის კარგი და საიმედო განმსაზღვრელი მოსწავლის მზაობისა სწავლების ამ თუ იმ ეტაპზე. რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება საიტზე იხილონ ბევრი სავარჯიშო ამოცანა და ასევე წინა წლების შემაჯამებელი ტესტების რამდენიმე ნიმუში. “მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის კლასები ძირითადად დაკომპლექტებულია იმ მოსწავლეებით, რომლებიც მოაზროვნეს მათემატიკის ოლიმპიადაზე აღწევენ წარმატებას, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას უყვარს მათემატიკა, ასევე მათ აქვთ უნარი და სურვილი სიღრმისეულად შეისწავლონ საგანი.
სწავლების მიზანი
“მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის მოსწავლეებს აქვთ მიზანი მათემატიკის სიღრმეებში შევიდნენ და შემდგომში სწავლა გააგრძელონ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის პროფილის სკოლებში. ჩვენი პედაგოგები ეხმარებიან მათ აღნიშნული მიზნის მიღწევაში და უფრო მეტიც, მათ ვისაც VII და შემდეგ კლასებში გამორჩეული შედეგები ექნებათ მათემატიკაში მიეცემათ საშუალება დამატებითი სამეცადინო საოლიმპიადო მასალა (შესაბამისი ამოხსნებით და კომენტარებით) მიიღონ უფასოდ.
პედაგოგები
“მოაზროვნეს” საკვირაო სკოლის ყველა პედაგოგს აქვს საკმარისად მდიდარი პედაგოგიური და ოლიმპიური გამოცდილება. მათი დიდი ნაწილი მოსწავლეობის დროს იყო საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი და წარმატებით იცავდა საქართველოს ნაკრების სახელს საერთაშორისო ასპარეზზე.
მოაზროვნეს შესახებ
კომპანია „მოაზროვნე“ თითქმის 20 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ჩართულია საგანმანათლებლო სფეროში. რომლის ძირითადი მიმართულებაა მათემატიკა კერძოდ, მათემატიკის სწავლება და პოპულარიზება მოსწავლეებსა და სტუდენტებში. ჩვენი არსებობის მანძილზე ბევრი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია თუმცა მათ შორის აუცილებლად აღსანიშნია საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO) რომელიც 2024 წელს ჩატარდა საქართველოში და რომელშიც მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა. ეს ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი საერთაშორისო ოლიმპიადაა მათემატიკაში რომელიც საქართველოში ჩატარებულა და ამაყები ვართ რომ ჩვენ ვიყავით ოლიმპიადის ორგანიზატორები. ინფომაცია ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საიტზე https://egmo2024.ge/
სწავლის საფასური
მოდულის ფასი და ფასდაკლებები
3
მოდული წელიწადში
24
გაკვეთილი თითო მოდულში
II კლასი
₾250
24 გაკვეთილი
2 შემაჯამებელი
ვიდეო ჩანაწერები
მითითებები / ამოხსნები
ფასდაკლებები
III-VI კლასი
₾300
24 გაკვეთილი
2 შემაჯამებელი
ვიდეო ჩანაწერები
მითითებები / ამოხსნები
ფასდაკლებები
მოაზროვნეს ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
I ხარისხის დიპლომი
30%
II ხარისხის დიპლომი
20%
III ხარისხის დიპლომი