პრიზები

„მოაზროვნეს“ მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილეები, რომლებიც დაძლევენ პირველ ტურს და მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატით, სამახსოვრო კალმითა და „მოაზროვნეს“ ბანაკის 30% -იანი ფასდაკლების ვაუჩერით!

მოსწავლეები, რომლებიც დაძლევენ მეორე ტურს დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატით და ფასიანი პრიზებით, კერძოდ:

თითოეული კლასის პირველადგილოსანი დაჯილდოვდება სუპერ პრიზით და 𝟓 დღით გაემგზავრება ბანაკში, მსოფლიოს ერთ - ერთ ულამაზეს ქალაქ რომში!

სუპერ პრიზის ყველა ხარჯს გაიღებს კომპანია „მოაზროვნე“!

ფინალურ ტურში თითოეული კლასის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან „მოაზროვნეს“ მედლით, ფასიანი პრიზებით და „მოაზროვნეს“ ბანაკის 50% -იანი ფასდაკლების ვაუჩერით!

თითოეული კლასის საუკეთესო ოცეულის წევრები (𝑿𝐈−𝐗𝐗 ადგილები ) დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით და „მოაზროვნეს“ ბანაკის 40%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით!

მასწავლებელი, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ტურში, დაჯილდოვდება ფასიანი პრიზით!

თითოეულ კლასში გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული მასწავლებელი!

შენიშვნა 1: „მოაზროვნეს“ ბანაკში (ბანაკი რომში 2025 წლის შემოდგომაზე) ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მასში მონაწილეთა მაქსიმალური შესაძლო რაოდენობაა 20, რომელთაგან 10 საგზური გადაეცემათ ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ოლიმპიადის სუპერ პრიზის მფლობელებს, ხოლო დანარჩენი ადგილები შესაძლებელია შეივსოს სხვა გამარჯვებულებით, მსურველთა შემდეგი რიგითობით: უპირატესობა მიენიჭებათ 𝐼𝐼−𝑋 ადგილოსნებს, შემდეგ 𝑋𝐼−𝑋𝑋 ადგილოსნებს, შემდეგ მეორე ტურის მონაწილეებს რომლებიც ვერ მოხვდნენ გამარჯვებულებს შორის, შემდეგ მათ ვინც მონაწილეობა მიიღო პირველ ტურში და ვერ გადავიდა მეორე ტურში თუმცა პირველ ტურში მოხვდა მისი კატეგორიის (კლასის) 200 საუკეთესო მონაწილეს შორის.

შენიშვნა 2: თუ ბანაკში გამგზავრებისას ისეთი გაუთვალისწინებელი პრობლემა წარმოიქმნა, რომლის მოგვარებაც აღემატება „მოაზროვნეს“ კომპეტენციას (მაგ: სავიზო პრობლემა) მაშინ „მოაზროვნე“ იტოვებს უფლებას სუპერ პრიზის მფლობელს გადასცეს სხვა პრიზი, რომელიც დაანონსებული სუპერ პრიზის ადეკვატური ალტერნატივა იქნება.

შენიშვნა 3: თუ ორ ან მეტ მასწავლებელს ეყოლება ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა თანაბარი რაოდენობა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება მას, რომლის უფრო მეტი მოსწავლე გადავა მეორე ტურში და თუ აქაც თანაბარი შედეგი დაფიქსირდა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება მას, ვისი მოსწავლეების რეიტინგის ნომრების (ანუ, დაკავებული ადგილების) ჯამი იქნება უფრო მცირე.

შენიშვნა 4: სუპერ პრიზის მფლობელებისთვის კომპანია „მოაზროვნე“ აანაზღაურებს (საქართველოდან (აეროპორტიდან) - რომში და უკან გზაზე მგზავრობის, ასევე რომში შიდა გადაადგილების, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს).