ოლიმპიადის წესები

„მოაზროვნეს“ ოლიმპიადა მათემატიკაში 𝑰𝑰𝑰;𝑰𝑽;𝑽;𝑽𝑰 კლასებს შორის
გაიმართება ორ ტურად.

პირველი ტური: პირველი ტური გულისხმობს დასწრებულ ტურს და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას ვინც გაიარა რეგისტრაცია. პირველი ტური წარმატებით დაძლეულია, თუ მოსწავლე ოლიმპიადაზე მიღებული ქულის მიხედვით მოხვდა ოლიმპიადის პირველი ტურის თავისი შესაბამისი კლასის ასეულში.

„მოაზროვნეს“ ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართება 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის 𝟐𝟒 მაისს

ოლიმპიადის წესები

მეორე ტური: მეორე ტური გულისხმობს დასწრებულ ტურს და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც წარმატებით დაძლია პირველი ტური. მეორე ტური ითვლება დაძლეულად და, შესაბამისად, მოსწავლე ითვლება ოლიმპიადაში გამარჯვებულად, თუ იგი მოხვდა თავისი შესაბამისი კლასის საუკეთესო ოცეულში და მონაწილეთა 10%-ში.

მეორე ტური გაიმართება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ჩატარების ადგილი და დრო გამოქვეყნდება პირველი ტურის დასრულებიდან 𝟓 სამუშაო დღის ვადაში, ჩვენ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.

შენიშვნა: თუ მეორე ტურში რამდენიმე მონაწილე მიიღებს თანაბარ ქულას, მაშინ უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც პირველ ტურში დააგროვა უფრო მეტი ქულა. თუ აქაც თანაბარი შედეგი დაფიქსირდა, მაშინ გამარჯვებული იქნება ის, ვინც მეორე ტურში ტესტზე სამუშაოდ დახარჯა შედარებით ნაკლები დრო.